პარლამენტმა ინტერპელაციის წესით მთავრობის წევრებს მოუსმინა

18:05, 28.05.2022

პარლამენტში მთავრობის წევრების ინტერპელაციის წესით მოსმენას ოპოზიციისა და მმართველი გუნდისგან რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობის წევრების პასუხები დამაკმაყოფილებელი არ იყო. საპარლამენტო უმრავლესობა კი ოპოზიციას დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, რომ ინტერპელაციის წესით, საკანონმდებლო ორგანოს სამი მინისტრი და მთავრობის მეთაური სტუმრობდა. საქართველოს ევროპული მომავალი, ეკონომიკური ვითარება და რუსული აგრესიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები. ამ თემებზე ტრიბუნა პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიკავა, შემდეგ დეპუტატების წინაშე ეკონომიკის მინისტრი და მთავრობის მეთაური გამოვიდნენ. საპარლამენტო მოსმენის დღე კი იუსტიციის მინისტრმა დაასრულა.

მსგავსი