წინასაარჩევნო გარემოს შეფასება

უწყებათაშორისი კომისიის ბოიკოტი განიხილეს შეხვედრაზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოს აფასებდნენ.

შეხვედრაზე “სამართლიანი არჩევნების” შუალედური კვლევა წარმოადგინეს. მოსაზრებები დააფიქსირეს სხვა არასამთავრობოებისა და პარტიების წარმომადგენლებმაც.

კვლევის ავტორების შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანია ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა, რიგ ხარვეზებს ადგილი მაინც აქვს.