საარჩევნო ბარიერი არ იცვლება

ისევ მსჯელობის თემაა საარჩევნო ბარიერი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბარიერის დაწევა მრავალპარტიული პარლამენტისა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის არის საჭირო. თუმცა, როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ერთი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს „ქართული ოცნება“ აღარ დაუბრუნდება. ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს 2024 წლის არჩევნებისთვის სათანადოდ მომზადებისკენ მოუწოდებს.