რეალურ პრობლემებზე თვალის დახუჭვა არ ეხმარება ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს – კონგრესის მიერ პარალელური დათვლის მანიპულაციის დამაჯერებელი გამოძიება ქართველი ხალხის მხრიდან ამერიკის გვერდში დგომის სათანადო დაფასება იქნებოდა, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ ამ წერილით არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ 2020 წელს გავრცელებული პარალელური დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნება გაიხსენა. მისი თქმით, საინტერესოა, ფლობდა თუ არა ელჩი ინფორმაციას პარალელური დათვლის მცდარი შედეგების შესახებ. პაპუაშვილის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ ელჩმა იცოდა და არ ამჟღავნებდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები ცრუ იყო, ეს თავდაყირა აყენებს ფასილიტაცია-მედიაციის პროცესისა და 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერებას.