ამ წუთებში პირველი რესპუბლიკის მოედანზე წინასაახალწლო ღონისძიებები იმართება. პარალელურად, მონტაჟდება სცენა გალა-კონცერტისთვის.
პატარებისთვის არაერთი გასართობი სივრცეა მოწყობილი. მათ შორის დისტანციური მინი ავტომობილების პარკი და საშობაო წისქვილი-კოშკი.