წიგნის დღეს, ე.წ. გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელში იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.
ქეთევან ციხელაშვილი გუბერნატორთან ერთად ტირძნისის საჯარო სკოლაში მივიდა და მოსწავლეებს კამპანიის, – „აჩუქე წიგნი,“ – ფარგლებში მხატვრული და საგანმანათლებლო ლიტერატურა გადასცა.
ტირძნისის სკოლას, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსმა სამხედროებმა ცეცხლი წაუკიდეს და ის ნაწილობრივ დაიწვა, მათ შორის ბიბლიოთეკის ოთახიც. სკოლა ადგილობრივმა ქალბატონებმა მაშინ საკუთარი ძალებით გადაარჩინეს.