თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის პოემის, „ჯაკომო პონტის“ თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა.
ნაწარმოები ამჯერად აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე გამოიცა. თარგმანი სოხუმელ, ცხინვალელ და თბილისელ მწერლებს, ირმა ოსია-კინწურაშვილსა და ნაირა ბეპიევას ეკუთვნით. წიგნი იორდანიაში დაიბეჭდა.
პოემა „ჯაკომო პონტი“ უკვე თარგმნილია არაერთ ენაზე, მათ შორის გერმანულად, ინგლისურად, შვედურად, თურქულად და იტალიურად. პრეზენტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით ჩატარდა.