წიგნის პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცნობილი ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის პოემის, „ჯაკომო პონტის“ თარგმანების პრეზენტაცია გაიმართა.

ნაწარმოები ამჯერად აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებზე გამოიცა. თარგმანი სოხუმელ, ცხინვალელ და თბილისელ მწერლებს, ირმა ოსია-კინწურაშვილსა და ნაირა ბეპიევას ეკუთვნით. წიგნი იორდანიაში დაიბეჭდა.

პოემა „ჯაკომო პონტი“ უკვე თარგმნილია არაერთ ენაზე, მათ შორის გერმანულად, ინგლისურად, შვედურად, თურქულად და იტალიურად. პრეზენტაცია სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩერქეზული კულტურის ცენტრის ინიციატივით ჩატარდა.