სპექტაკლი „უსაზღვრობა დროთა, გალაკტიონი“

ქართველი რეჟისორის სპექტაკლს იტალიელი მაყურებელიც ნახავს.

სანდრო მრევლიშვილის ბოლო დადგმა „უსაზღვრობა დროთა, გალაკტიონი“ იტალიურ ენაზე ითარგმნა. ნამუშევარი, რომელიც ცნობილი ქართველი პოეტის პოეზიიდან სხვადასხვა ფრაგმენტს და ბიოგრაფიულ დეტალებს აერთიანებს, ქალაქ პენაბილიში იქნება წარმოდგენილი.