„თბილისი მარიოტში“ წიგნის, „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძურის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ნაშრომის ავტორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნანა ბურჭულაძეა. ახალი წიგნის მიზანია გააცნოს მკითხველს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული შუა საუკუნეების საქართველოს უმდიდრესი საგანძური, მისი ისტორია და რჩეული ნიმუშები. წიგნი საზოგადოება „ივერიისას“ მიერ დაწყებული ახალი საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში გამოიცა. საზოგადოება „ივერიისა“ 2010 წელს საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. წიგნი სწორედ ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.