პირველი არხის გადაცემა „წიგნების თარო“ მე-5 სეზონისთვის რეგისტრაციას იწყებს.
მონაწილეობის მსურველი სკოლის წარმომადგენელმა სამი მოსწავლისგან შემდგარი გუნდის რეგისტრაციისთვის, პირველი არხის ვებგვერდზე ან გადაცემა „წიგნების თაროს“ ფეისბუქ გვერდზე სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსოს. პროცესი 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტებთან ჩატარდება ონლაინ-გასაუბრება და გამოვლინდება მეორე ტურში გადასული სკოლები. მეორე ეტაპზე გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი პირადად შეხვდება მონაწილეებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
საბოლოოდ გადაცემის მე-5 სეზონისთვის 32 გუნდი შეირჩევა.