წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოების პირველი ნაწილის ფარგლებში გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენები. ამჟამად ტროტუარებზე საჰაერო კაბელების მიწისქვეშ გადატანის პროცესი მიმდინარეობს. ასევე ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2024 წლის იანვარში დასრულდება. ადგილზე დღეს თბილისის მერი იმყოფებოდა.