წალკის რაიონში ყაჩაღობა მოხდა. ორი ნიღბიანი პირი ერთ-ერთ სახლში შეიჭრა, სადაც მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, 76 წლის მამაკაცი ცხელი უთოთი აწამეს. სახლიდან 600 ლარამდე თანხაა წაღებული. დაშავებული გამთენიისას, დაახლოებით ოთხ საათზე მეუღლემ ნახა, რომელსაც სახლის მეორე სართულზე ეძინა და მომხდარის შესახებ არ გაუგია.
დაშავებულს პირველადი დახმარება სამედიცინო დაწესებულებაში გაუწიეს და უკვე სახლში იმყოფება. ოჯახი მედიასთან ურთიერთობას ერიდება. ისინი ამბობენ, რომ მძარცველები დაემუქრნენ. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.