წალენჯიხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

წალენჯიხის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი დაუჭირეს ენმ, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა. „ქართული ოცნება“ კი წინააღმდეგ წავიდა, მათი განცხადებით, ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ არის გათვალისწინებული მთავარი გამოწვევები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 14 მლნ 660 ათას ლარს შეადგენს.