საკრებულოს სხდომა წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხუთიდან სამი კომისიის წევრები და თავმჯდომარეები აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა 16 წევრმა მიიღო. ერთი ბიულეტენი გაბათილდა. სხდომას 27-დან 24 წევრი ესწრებოდა.

მონაწილეობა არ მიუღია ფრაქცია „ქართულ ოცნებას“. დღეს არ განუხილავთ საკრებულოს თავმჯდომარის მესამე მოადგილის არჩევა. ამ პოსტზე ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნებიდან“ კანდიდატის დასახელებას ელოდებიან. თუმცა ფრაქცია „ქართული ოცნება“ არ აპირებს მოადგილის პოსტზე კანდიდატურის დაყენებას. წალენჯიხის საკრებულოს ბიუჯეტი ჯერ არ მიუღია და საფინანსო- საბიუჯეტო კომისია დოკუმენტზე მუშაობას დღეს დაიწყებს.

სამივე კომისიის თავმჯდომარედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აირჩიეს.