დაკავება თაღლითობის ბრალდებით

საქალაქო სასამართლო წალენჯიხის საკრებულოს წევრის, გელა აბულაძის მიმართ აღკეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე აბულაძესთან ერთად, ანზორ ფიფიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს, ხოლო დანარჩენი ცხრა ბრალდებულის მიმართ, 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას.

ადვოკატების განცხადებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და ის პოლიტიკურად მოტივირებულია. დაკავებულებს თავდებში უდგება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატები. გელა აბულაძე სწორედ ამ პარტიის წევრია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა თაღლითურად საკუთრებაში დაირეგისტრირეს 406 250 ლარის ღირებულების ცხრა მიწის ნაკვეთი.