პოლონელის ფერმერების მიერ უკრაინასთან საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირების გამო, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთს, ევროკომისიის ჩართულობით, დიალოგისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მან უკრაინულ და პოლონურ ენებზე გაავრცელა. მან მთავრობის წევრებს დაავალა, 24 თებერვლამდე, უკრაინასა და პოლონეთს შორის საზღვარზე იყვნენ. უკრაინის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, ჩავიდეს საზღვარზე უკრაინის მთავრობასთან ერთად. უკრაინის ლიდერმა ასევე ევროკომისიას მიმართა, რომ პოლონურ მხარესთან მოლაპარაკებებში ევროკომისიის წარმომადგენელიც ჩაერთოს.