ვლადიმერ ჩაჩიბაიამ დაღუპული მიხეილ ნარინდოშვილის შვილი სკოლაში მიიყვანა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ერთად, ავღანეთში დაღუპული სამხედროს, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილის შვილი სკოლაში მიიყვანა.

გიორგი ნარინდოშვილი წელს პირველად მივიდა სკოლაში. ლელა ჩიქოვანმა და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მას სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ერთ-ერთი ბაზის სათვალთვალო პუნქტ „ორბზე“ თავდასხმისას გარდაიცვალა.