უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ მზად არის განაახლოს ფრენები მას შემდეგ, რაც აღდგება რეგულარული ავიამიმოსვლა.
კომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხურავს საკუთარ ბაზას, თუმცა რჩება ქართულ ავიაბაზარზე. კომპანიამ უკვე გაავრცელა ოფიციალური კომენტარი. საქართველოს მთავრობა კი საზღვრის გახსნაზე ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებას აწარმოებს.
ანა ბროლაძე გაგვაცნობს დეტალებს.