ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები

რეალურია თუ არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე და რამდენად სამართლიანია სტატისტიკა, რომელზე დაყრდნობითაც  ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფო შეჩერების მექანიზმზე საუბრობდა – ამ კითხვებზე პასუხის გაცემას „პოლიტიკის ინსტიტუტი“ შეეცადა.

მომზადებულ დოკუმენტში ვიწროდაა განხილული გერმანიის კონტექსტი. საქართველოს შესახებ დისკუსიების გააქტიურების ერთერთ მიზეზად ევროპის ქვეყნებში არსებული შიდა პოლიტიკური კონტექსტია მოყვანილი, მათ შორის რუსული ძალების გააქტიურება, თუმცა მთავარი პრობლემა კვლავ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის აქტიური ძიება და კანონის დარღვევაა. პოლიტიკის ინსტიტუტს” აქვს კონკრეტული რეკომენდაციებიც, მათ შორისაა სკეპტიკოს ქვეყნებთან ინდივიდუალური მუშაობა.

დატოვე კომენტარი