ვითარება ვარკეთილის ბაზრობაზე

ვარკეთილის ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეები თავიანთ დახლებსა და მაღაზიებს ამოწმებენ.

ბაზრის ტერიტორიაზე ერთდროულად მხოლოდ ოთხ ადამიანს უშვებენ. მოვაჭრეები ოთხი დღის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად შეძლებენ ადგილების დათვალიერებას. მოვაჭრეების განცხადებით, მათი სავაჭრო ადგილები სრულად განადგურებულია.

ხანძარმა ვარკეთილის ბაზრობაზე 370-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.