სამხედრო ოპერაცია, რომელმაც მსოფლიოს სიმშვიდე დაურღვია, შეწყვეტილია. რამდენიმე წუთის წინ გაუქმდა სანქციები, რომელიც ამერიკამ თურქეთს სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციის დაწყების გამო დაუწესა.
თურქეთ-სირიის საზღვარზე დღეს სიმშვიდეა. სოჭში პუტინსა და ერდოღანს შორის გამართული ექვსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ანკარამ ქურთულ შენაერთებს სირიის ჩრდილოეთის დასატოვებლად კიდევ 150-საათიანი ვადა მისცა. ამის შემდეგ თურქეთი და რუსეთი ე.წ. უსაფრთხო ზონის ერთობლივ კონტროლს დაიწყებენ. თუმცა სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არა რუსეთის, არამედ ამერიკის დამსახურებად მიიჩნევს ტრამპი. სწორედ მან გაგზავნა წინა კვირას ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი ერდოღანთან მოსალაპარაკებლად, რომელიც საბოლოოდ ზავით დასრულდა.