ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

შეთანხმება მიღწეულია, რუსეთის და თურქეთის 6 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ სირიის იდლიბის რეგიონში რუსული ავია-იერიშები შეჩერებულია. თავის მხრივ საპასუხო სამხედრო ოპერაცია შეწყვიტა თურქეთმაც, თუმცა თურქი სამხედროები კონფლიქტის ზონაში რჩებიან. რუსეთი სირიის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ითხოვს, თურქეთისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ სირიის სამთავრობო არმია თურქეთის საზღვარს არ მიუახლოვდეს და დევნილების ნაკადმა იკლოს. ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი კონფლიქტის ზონის გამყოფ ხაზზე ერთობლივ პატრულირებასაც დაიწყებენ. დაზავების მიუხედავად, ადგილზე ჯერ ისევ დაძაბული ვითარებაა.