სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“

არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვაშინგტონი ერდოღანის შეჩერებას ჯერ ვერ ახერხებს.

თურქეთის პრეზიდენტი გეგმის შესრულებამდე, ანუ სირიის ჩრდილოეთ რეგიონების ქურთული შენაერთებისგან გათავისუფლებამდე სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას არ აპირებს. ოპერაციის მოწინააღმდეგეები ახლა იმედს ანკარაში ჩასულ ამერიკელ მაღალჩინოსნებზე ამყარებენ, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერდოღანს პირისპირ შეხვდნენ. როგორც ჩანს, შეხვედრამ დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა, რადგან ჯერ კიდევ ერთი საათის წინ დაანონსებული პრეს-კონფერენცია ამ დრომდე არ დაწყებულა. დღეს პირველად ხდება ცნობილი იმ წერილის შინაარსი, რომელიც სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე საათებით ადრე დონალდ ტრამპმა ერდოღანს გაუგზავნა და ოპერაციისგან თავის შეკავება სთხოვა. ირკვევა, რომ წერილი წაკითხვისთანავე ნაგვის ყუთში აღმოჩნდა.