ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის სამხედრო ავიაცია ღაზის სექტორში „ჰამასის“ ობიექტების დაბომბვას აგრძელებს. ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა პალესტინური სამხედრო დაჯგუფების ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო ქსელი დაბომბა, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშის მიტანის ვის ემზადებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ავიაციამ ასევე დაბომბა „ჰამასის“ სადამკვირვებლო პუნქტები. ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ასობით მებრძოლი. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 119-მდე გაიზარდა.  მსხვერპლთა შორის 31 ბავშვია. გავრცელებული ცნობით, ისრაელის საავიაციო და საარტილერიო შეტევის დროს სხეული დაზიანება 600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ისრაელში აცხადებენ, რომ არაბულ ანკლავში მსხვერპლი ძირითადად ტერორისტული ჯგუფების რიგებშია. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორის წინააღმდეგ კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა, რომლის ფარგლებში, 160-მდე სამხედრო თვითმფრინავმა ერთდროული იერიში მიიტანა „ჰამასის“ გვირაბების ქსელზე. საავიაციო შეტევის დროს, რომელიც 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა 150 სამიზნის წინააღმდეგ 450 რაკეტა გამოიყენეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ ასევე იერიში მიიტანეს არტილერიითა და ტანკებით.

მოამბე