თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო გზაზე თოვლისა და ლიპყინულის გამო დაწესებული შეზღუდვები რამდენიმე საათის წინ მოიხსნა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის გაშლა. ამ ეტაპზე გომბორის უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თუმცა, ამინდის გაუარესების შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნით შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება.