ვიზიტიდან შვიდ თვეში სახალხო დამცველი სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩავიდა.
მორიგი მონიტორინგის დროს აღმოჩნდა, რომ ომბუდსმენის მიერ მარტში გაცემული რეკომენდაციების ნაწილი სრულდება.
თვეების წინ ნინო ლომჯარიამ ადგილზე არსებული ვითარება ადამიანის ღირსების შემლახავად შეაფასა, უკვე დღეს ომბუდსმენი პროგრესზე საუბრობს. პარალელურად, სახალხო დამცველი ხელისუფლებას სხვა ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებულ მძიმე პირობებს ახსენებს.