სახალხო დამცველის შეხვედრა არასამთავრობოებთან

სახალხო დამცველი აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი აჭარაში სოციალურ პრობლემებზე კონცენტრირდება, მან უკვე მოინახულა ე.წ. ოცნების ქალაქი და მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების ყოფას უშუალოდ გაეცნო. პარალელურად, ლევან იოსელიანი პრობლემების შესახებ მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან მიიღებს ინფორმაციას. იოსელიანი ამბობს, რომ სახალხო დამცველი მჭიდროდ თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორთან და ანალოგიური შეხვედრები თბილისში სისტემატურად იმართება.