ვითარება სტიქიის ზონაში - მეექვსე დღეა, შოვში მეწყერში მოყოლილი ადამიანების ძებნის პროცესი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უკვე მეექვსე დღეა, შოვში მეწყერში მოყოლილი ადამიანების ძებნის პროცესი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. დღის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ დაკავშირება მოხერხდა ერთ მამაკაცთან, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო, დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე დღეს მაშველებმა მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან ათ კილომეტრში, კიდევ ერთი ქალის ცხედარი იპოვეს, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ფრაგმენტი, რომელიც პროზექტურაშია გადასვენებული. მდინარეში აღმოაჩინეს ავტომობილიც, სხვადასხვა ნივთები და ტანსაცმელი. შესაბამისად, უკვე ხვალიდან მაშველებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ მდინარის ჭანჭახის კალაპოტი გახდება.
შოვში მუშაობს „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი – შალვა სუმბაძეს ჩავრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში – დავიწყოთ მამაკაცით, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო, რა ინფორმაციას ფლობთ ამ დროისთვის?