შოვის ტრაგედია და „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა

ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ შოვში ჩასვლა, ექსპერტებთან შეხვედრა და გიორგი გახარიას პარტიის დათანხმება მომხდარის საპარლამენტო ფორმატში გამოძიებას მხარი დაუჭიროს – ამ არგუმენტებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ოქტომბრისთვის გადადო. სწორედ ამ დროისთვის ელოდება საბოლოო პასუხს გახარიას გუნდისგან ყოფილ სახელისუფლებო პარტია. მანამდე, ოპოზიცია შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხებს მოისმენს, რომელიც ინტერპელაციის წესით კანონმდებლებს წინაშე 22 სექტემბერს წარდგება. საკითხზე უცვლელია მმართველი გუნდის პოზიცია, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს ტრაგედიით პოლიტიკურ მანიპულაციებში ადანაშაულებს.

შოვის ტრაგედია ურთიერთბრალდებების თემა იყო საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზეც, რომელიც ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.