ამ დროისათვის სტიქიის ზონაში გათიშულია ელექტროენერგია, მოსახლეობას არ მიეწოდება არც ბუნებრივი აირი. კომუნიკაციების დროულად აღსადგენად სამაშველო სამსახურებთან ერთად, ადგილზე მუშაობენ „ენერგოპროსა“ და „სოკარჯორიას“ წარმომადგენლები. გურიის რეგიონში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი. მუშაობს საგანგებო შტაბი. უახლოეს პერიოდში დაიწყება ზარალის დათვლაც. თუმცა, პირველ ეტაპზე ჯერ სოფლებამდე მისასვლელი გზების გაწმენდაა აუცილებელი. სტიქიის ზონაში ჩავიდნენ უმრავლესობის დეპუტატებიც.