სალომე ზურაბიშვილის სამძიმარი გურიაში დაღუპულთა ოჯახებს

გურიაში დაღუპულთა ოჯახებს საქართველოს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. „მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს და ჩვენ საზოგადოებას“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი გუშინ დღის ბოლო არქივში გაჩენილ ხანძარსაც გამოეხმაურა: „არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს – წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში. ამ დროს კი როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთვნება, თუ პირიქით ეს ყველაფერი ჩვენ საქციელს, მოუმზადებლობას, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია … ვაგრძელებთ ძველებურად- ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!“ – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.