შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. მაშველებმა ძებნის ოპერაციის მე-13 დღეს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ასევე ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები, რომლებიც შემდგომი კვლევისთვის ექსპერტიზაზე გადასვენებული. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ღვარცოფში მოყოლილ შვიდ ადამიანს. სამძებრო სამუშაოები სტიქიის ეპიცენტრში და მიმდებარე ტერიტორიაზე 50 კილომეტრის რადიუსში უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
სტიქიის ზონაში მუშაობს „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი.
რა ვითარებაა დღის ბოლოს ადგილზე? – ბოლო ცნობებით შალვა სუმბაძე პირდაპირ ეთერში.