სტიქიის ზონაში ლოჯისტიკის სარდალმა თავდაცვის ძალებიდან ჩართული ქვედანაყოფების მეთაურებს დღის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო. მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა მაშველებთან ერთად, სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით აგრძელებს ძებნის პროცესს. მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების 54-კილომეტრიან მონაკვეთზე მონიტორინგსა და წერტილოვან ძებნის სამუშაოებში ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა, რეზერვისტები და მაშველები ერთად არიან ჩართული.
მდინარეების კალაპოტში ეროვნული გვარდიის ის სამხედრო მოსამსახურეები აწარმოებენ მონიტორინგს, რომლებსაც მდინარის ფორსირებისა და სამძებრო სამუშაოების სპეციალური კურსი აქვთ გავლილი.