მცხეთა-მთიანეთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან – ძლიერი წვიმის შედეგად, შატილი და ბარისახოს ნაწილი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. მოსახლეობის ტერიტორიიდან გამოყვანა ვერტმფრენებით ხდება. მლეთაში ადიდებულმა მდინარე არაგვმა საცხოვრებელი სახლების ნაწილი სრულად დააზიანა. დანგრეულია ასევე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 80 მეტრის მონაკვეთი, ადგილზე სამუშაოები უკვე დაწყებულია.
მაკა არჩევნიშვილი დეტალურად მოგვიყვება, რა ვითარებაა მცხეთა-მთიანეთში.