რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ დრომდე ისევ ელექტროენერგიის გარეშეა რეგიონის ექვსი სოფელი, თუმცა დენისა და წყლის მიწოდება დასახლებების უმეტეს ნაწილში უკვე აღდგა. ასევე განახლდა მოძრაობა რამდენიმე სოფელთან. გარესამყაროს მოწყვეტილი დასახლებებიდან მოქალაქეები ვერტმფრენით გამოჰყავთ. საფრენი აპარატი რაჭაში უწყვეტად მუშაობს. რჩება განსაკუთრებით რთული მონაკვეთები, სადაც ვერტმფრენი დაშვებას ვერ ახერხებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად უკვე შემუშავებულია სათადარიგო გეგმა, იმისათვის რომ ადგილობრივებს პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები მიაწოდონ. სტიქიის ზონაში მუშაობს საგანგებო შტაბი. მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი.