12 ივლისის შემდეგ პირველად სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში შედარებით სიმშვიდეა.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი პერიოდულად ირღვევა, თუმცა, წინა დღეებისგან გასხვავებით, დასახლებული პუნქტები აღარ იბომბება და შეიარაღებულ დაპირისპირებაში ჩართული მხარეები მსხვილკალიბრიან შეიარაღებას აღარ იყენებენ. კონფლიქტის ზონაში სიტუაციის დეესკალაციის ვარაუდს შეცვლილი რიტორიკაც ამყარებს. სომხეთის პირველი პირი სამშვიდობო მოლაპარაკებების უალტერნატივობაზე მიუთითებს. საქართველოს საზღვრიდან 40 კილომეტრში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში რჩება.
სხვადასხვა ქვეყნის მოწოდებების პარალელურად, რომ დაპირისპირებული მხარეები 12 ივლისამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდენ და პრობლემის მოგვარების მშვიდობიანი გზები გამონახონ, თურქეთი აზრბაიჯანის ღია მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. შექმნილი ვითარებით, შეშფოთებულია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ფიქრობენ, რომ დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესზე უარყოფითად აისახება.