არჩევნები ჩრდილოეთ მაკედონიაში

ჩრდილოეთ მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა.

წინასწარი შედეგების მიხედვით ორივე შემთხვევაში ოპოზიციამ ხმათა უმრავლესობა დააგროვა. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის მთავარი კოორდინატორი, საგარეო ურთიერთობათა საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე იყო, რომელმაც მისიის სხვა წევრებთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. მან ხაზი გაუსვა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მთავარი აქცენტი კანდიდატების მხრიდან ევროინტეგრაციაზე კეთდებოდა. ჩრდ. მაკედონიას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს და ელოდება მოლაპარაკებების ეტაპს.