ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან – სოფელ დიცთან გავლებულ საოკუპაციო ღობეს ოკუპირებული სოფელ ერედვის მხრიდან ავტომანქანა დაეჯახა. ადგილობრივების განცხადებით, ავტომანქანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.
უკან გაბრუნებულებს კი რუს სამხედროებთან დაპირისპირება მოუვიდათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოქმედდა ევროკავშირის ცხელი ხაზი, თუმცა დე ფაქტო რეჟიმი მომხდარს არ ადასტურებს.