ჩოხატაურში მერიის შენობასთან მუსლიმი თემის წარმომადგენლები ამ დრომდე არიან შეკრებილები. როგორც ისინი აცხადებენ, მათთვის არასანდოა გუშინდელი შეთანხმება იმის შესახებ, რომ სოფელ ბუკნარში, მუსლიმი თემის სამლოცველო ფუნქციონირებას გააგრძელებს. ამიტომ ისინი კიდევ ერთ შეხვედრას და შეთანხმების დადასტურებას ითხოვენ.