ვითარება სოფელ ბუკნარში

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის სამლოცველო ფუნქციონირებას გააგრძელებს.  გადაწყვეტილება ქრისტიანი და მუსლიმი თემების შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საკითხი მოგვარებულია, თუმცა ადგილზე აჭარიდან ჩასული მუსლიმი თემის წარმომადგენლები დაშლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ თემის უფლებები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაცული უნდა იყოს.

რა ვითარებაა ამ წუთებში ჩოხატაურში, – თეა აბსარიძე დეტალებით.