ვითარება შოვში - სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში 400-მდე მაშველი მუშაობდა
სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში 400-მდე მაშველი მუშაობდა – ისინი შოვის ტერიტორიაზე და მიმდებარე ტყის მასივებში ძებნა-გადარჩენის ოპერაციას ატარებდნენ. სამწუხაროდ, ღამის განმავლობაში ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი.
მაშველებმა ღვარცოფის მასის დამუშავებისას ორი დაღუპული იპოვეს. მათი ვინაობის დასადგენად ტარდება ამოცნობის ღონისძიება. ღამის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა დაკავშირება 50 მოქალაქესთან. სამძებრო სამუშაოების შედეგად მოხერხდა კონტაქტი ექვს მოქალაქესთან, სტიქიას ისინი უვნებლად გადაურჩნენ.