ვითარება შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსთან

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიასთან კლდის ფერდი ჩამოიშალა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ათეული მოქალაქე, მათ შორის სასულიერო პირები იმყოფებოდნენ, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებული არ არის არც შენობა-ნაგებობები. შემთხვევიდან მალევე მცხეთაში ჩავიდნენ გეოლოგები, რომლებიც ადგილზე არსებულ სიტუაციას შეისწავლიან და დასკვნას ოთხ დღეში გაასაჯაროებენ.

რა ვითარებაა შემთხვევის ადგილზე და ისევ არსებობს თუ არა კლდის ჩამოშლის საფრთხე, როგორია პირველადი ინფორმაცია? – კესო ქაფიანიძე მცხეთიდან პირდაპირ ეთერში.