კლდის ჩამოშლა მესტიაში

დღეს დილით მესტია-უშგული-ლასდილის 43-ე კილომეტრზე მთის მასა ჩამოიშალა, რის გამო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია.

მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე ელოდებიან სპეციალისტების ჯგუფს, რათა მოხდეს ქანების შესწავლა. ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების სამსახური და მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი პრობლემების მქონე მოქალაქეების გადმოყვანა მიმდინარეობს. ასეთი მოქალაქის გადმოყვანა უკვე მოხერხდა. ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები. მათი განცხადებით, გზის გახსნის ზუსტი დრო ამ წუთისთვის უცნობია, თუმცა მოძრაობის აღდგენა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება.