ვითარება შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, სადაც გუშინ მთის ფერდი ჩამოიშალა, დილიდან გეოლოგები მუშაობდნენ.

საბოლოო დასკვნა უახლოეს დღეებში მომზადდება, თუმცა პირველი შემოწმების შედეგად სპეციალისტები ამბობენ, რომ კლდის ისევ ჩამოშლის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. უკვე გაცემულია რეკომენდაციაც, რის საფუძველზეც შესაბამისმა სამსახურებმა მონასტრის ტერიტორიიდან ჩამოშლილი კლდის მასის გატანა დაიწყეს. შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ნაწილობრივ შეიზღუდა ბერ-მონაზვნების, მომლოცველთა და ტურისტების გადაადგილება.