პრევენციული ღონისძიებები ვაშლიჯვრის მეწყრულ ტერიტორიაზე

დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოლოგები ამბობენ, რომ ვაშლიჯვრის მეწყრულ ბლოკზე დაწყებული სამუშაოები საფრთხის შემცველია.

მათი თქმით, ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, რაც საფრთხეს ქმნის, რომ მეწყრული პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდეს. ისინი მერიას მოუწოდებენ, გასაჯაროვდეს კვლევის შედეგები, რის საფუძველზეც ადგილზე სამუშაოები დაიწყო. მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე ამ ეტაპზე ხორციელდება სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიება, რაც დაიგეგმა სპეციალურ სამუშაო ჯგუფში ჩართული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ.