ბოლოდროინდელი რყევების შემდეგ ეროვნული ვალუტა დღეს შედარებით დასტაბილურდა.
ლარი დღეს რამდენიმე პუნქტით გამყარდა. ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა 2.67-2.68-ის ფარგლებში მერყეობდა. თუმცა ორი დღის წინ ლარი თითქმის 20 პუნქტით გაუფასურდა. ეკონომიკის სფეროს ექსპერტები ფაქტს მოკლევადიან რყევად მიიჩნევენ და ლარის კურსის ვარდნას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე შექმნილ აჟიოტაჟს უკავშირებენ. იგივე პოზიცია აქვს ეროვნულ ბანკს. სებ-მა ინტერვენციას უკვე მიმართა. აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაიყიდა. პროგნოზები ოპტიმისტურია.