დამატებითი კონტროლი, ბარიკადები ე.წ. საზღვარზე და რუსი სამხედროების 24-საათიანი მეთვალყურეობა. სოფელ ხურვალეთთან ახალი საგუშაგოს მოწყობა დასრულდა. რა მიზანი აქვს საოკუპაციო რეჟიმს და რისთვის მონტაჟდება სათვალთვალო პუნქტები. ოფიციალური თბილისი პროვოკაციულ ნაბიჯს კრემლის იმ გეგმას უკავშირებს, რომლითაც რუსეთი საბოლოოდ ე.წ. საზღვრის გამყოფ კონსტრუქციებს საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს პოზიციების გასამყარებლად გამოიყენებს.
ხელისუფლება სტრატეგიულ მოთმინებაზე მიუთითებს და იმედოვნებს, რომ ამ გზით ქვეყანა დეოკუპაციამდე მივა, რაშიც საერთაშორისო პარტნიორები დაეხმარებიან.