საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ჩორჩანაში, ადგილობრივ მოსახლეობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შეხვდა.
რუსლან აბაშიძე მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. ისაუბრეს იმ საფრთხეებზე, რაც საოკუპაციო ზოლში მაცხოვრებლებს აწუხებთ.