ვითარება საოკუპაციო ხაზთან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ, რაც მათი თქმით, უკანონო ბორდერიზაციის პროცესში გამოიხატება. თუმცა, მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ უკანონო ქმედებები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

სუს-ის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.